ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ზელენსკი სეულისთვის ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გათქმაში დაადანაშაულა - ადამიანს, რომელიც საკუთარი მცირე სარგებლისთვის სხვის სიცოცხლეს, ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას აზიანებს, მკვლელს ან მოღალატეს უწოდებენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ზელენსკი სეულისთვის ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გათქმაში დაადანაშაულა - ადამიანს, რომელიც საკუთარი მცირე სარგებლისთვის სხვის სიცოცხლეს, ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას აზიანებს, მკვლელს ან მოღალატეს უწოდებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა . საუბარია საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაასაჯარო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა . საუბარია საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაასაჯარო…

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა.

საუბარია საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაასაჯაროვა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე გადასცა.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აღნიშნული შეთანხმება საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე იყო საიდუმლო და მისი გათქმა არ შეიძლებოდა.

„ადამიანს, რომელიც საკუთარი მცირე სარგებლისთვის სხვის სიცოცხლეს, ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას აზიანებს, მკვლელს ან მოღალატეს უწოდებენ. ამიტომ არასწორია გონივრული და კანონიერი გადაწყვეტილების, საკითხის კონფიდენციალურად დატოვების, გაკრიტიკება“, - დაწერა ლი ჩჟე მენმა.

მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინულმა მხარემ კონფიდენციალურობა დაარღვია.

„არ ვიცი, რა გარემოებები ჰქონდა უკრაინულ მხარეს, როდესაც კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია და ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა. მთელი გულით ვისურვებ, რომ არაადამიანური ომები, რომლებიც უამრავი ადამიანის დაღუპვასა და დაჭრას და ყველაფრის განადგურებას იწვევს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - დასძინა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს