ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 15

ზელენსკი: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ზელენსკი: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ „საბოლოო გადაწყვეტილება“ მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ „საბოლოო გადაწყვეტილება“ მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ „საბოლოო გადაწყვეტილება“ მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ზელენსკის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ მას 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას აცნობა.

„დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. უკრაინა მიიღებს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას“, - ციტირებს ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია Patriot-ის რომელი ტიპის რაკეტებზე გავრცელდება გადაწყვეტილება - PAC-2-ზე თუ უფრო თანამედროვე PAC-3-ზე.

PAC-2-ის ტიპის რაკეტები აშშ-ში იწარმოება, ხოლო ლიცენზიით მათი წარმოება გერმანიაშიც მიმდინარეობს. უფრო თანამედროვე PAC-3-ის რაკეტები კი ამჟამად მხოლოდ აშშ-სა და იაპონიაში იწარმოება.

უკრაინული მედიის ცნობით, 23 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანულ DW-ს განუცხადა, რომ უკრაინისთვის წარმოების ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობდა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო.

ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების წარმოების შესაძლებლობის მიცემის შესახებ პირველად ივლისში განაცხადა. 8 ივლისს, ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრისას, მან თქვა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის წარმოების უფლებას მისცემდა და ტექნოლოგიის გამოყენებას ასწავლიდა.

თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა ეს განცხადება უკან წაიღო. 31 ივლისს, კაბინეტის სხდომაზე მან განაცხადა, რომ აშშ-ს ტექნოლოგიის გადაცემაზე შეთანხმება არ მიუღია და საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარებისას სიფრთხილეს უნდა იჩენდეს, რადგან მიმღებმა ქვეყნებმა შესაძლოა მომავალში ეს ტექნოლოგიები აშშ-ის წინააღმდეგ გამოიყენონ.

უკრაინა Patriot-ის რაკეტების საკუთარი წარმოების დაწყებას განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, რადგან ამ სისტემის რაკეტები იმ მცირერიცხოვან საშუალებებს შორისაა, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს