ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ სტარმერის გადადგომაზე: ვინც საკუთარი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს, საბოლოოდ ყოველთვის მარცხდება

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ სტარმერის გადადგომაზე: ვინც საკუთარი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს, საბოლოოდ ყოველთვის მარცხდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა გერმანიის ყველაზე მაღალრეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტიის სოციალური ქსელის ანგარიშზე დაწერეს , რომ კირ სტარმერი, დრამატულად დაბალი რეიტინგის ფონზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა გერმანიის ყველაზე მაღალრეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტიის სოციალური ქსელის ანგარიშზე დაწერეს , რომ კირ სტარმერი, დრამატულად დაბალი რეიტინგის ფონზე…

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა გერმანიის ყველაზე მაღალრეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტიის სოციალური ქსელის ანგარიშზე დაწერეს, რომ კირ სტარმერი, დრამატულად დაბალი რეიტინგის ფონზე გადადგა.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რეიტინგების დრამატული ვარდნის ფონზე, ზაფხულის მიწურულს გადადგომის შესახებ აცხადებს. ვინც საკუთარი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს, საბოლოოდ ყოველთვის მარცხდება. როდის გამოიტანს, ბოლოს და ბოლოს, გერმანიის პოლიტიკური ელიტაც იგივე დასკვნებს?“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ შეფასებით, ყველა ლიდერი, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ყურადღებას არ აქცევს, საბოლოოდ, კრახით ასრულებს. მემარჯვენე პარტია აღნიშნავს, რომ დროა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცხმა კირ სტარმერს მიბაძოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს