ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

დონალდ ტრამპი: მინდა, ზელენსკიმ შეთანხმებას მიაღწიოს, პუტინთან შეთანხმდეს და პუტინიც მასთან შეთანხმდეს, იმედია, მძიმე ზამთრის დადგომამდე შეთანხმებას მიაღწევენ

დონალდ ტრამპი: მინდა, ზელენსკიმ შეთანხმებას მიაღწიოს, პუტინთან შეთანხმდეს და პუტინიც მასთან შეთანხმდეს, იმედია, მძიმე ზამთრის დადგომამდე შეთანხმებას მიაღწევენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწევენ. მისი თქმით , უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე ისაუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწევენ. მისი თქმით , უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე ისაუ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და „ძალიან ძლიერი შეთანხმებები“ აქვთ.

„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, პუტინთან შეთანხმდეს და პუტინიც მასთან. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ერთი თვით ადრე – 32 000. ისინი ძირითადად ჯარისკაცები არიან, 97% ჯარისკაცია, მაგრამ, იქნებიან ისინი ჯარისკაცები თუ სამოქალაქო პირები, წარმოიდგინეთ 32 000. ორი თვის წინ – 33 000 ადამიანი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც შეთანხმების მიღწევა სურთ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „პეტრიოტის“ რაკეტების საკითხზეც ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მძიმე ზამთრის დადგომამდე, უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას მიაღწევენ.

„ერთ დღეს, იმედია, არც თუ ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, მძიმე ზამთრის დადგომამდე შეთანხმებას მიაღწევენ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს