ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 12

უკრაინული მედია: ტრამპმა ზელენსკის გლობალური საწვავის კრიზისის საფრთხის გამო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა

უკრაინული მედია: ტრამპმა ზელენსკის გლობალური საწვავის კრიზისის საფრთხის გამო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა, „ალბათ“, შეამცირებს ასეთ დარტყმებს.

„დიდი პრობლემა ის არის, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ფეთქდება. ეს იმდენად ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის, რამდენადაც რუსეთის პრობლემა, რადგან უკრაინა და რუსეთი ერთმანეთთან ომობენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინის დარტყმები ამცირებს რუსეთის ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობებს, მათ შორის დიზელის საწვავის წარმოებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან საუბრისას ეს საკითხი პირდაპირ დააყენა და უკრაინის პრეზიდენტს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა უპასუხა უკრაინის ლიდერმა მის თხოვნას, ტრამპმა ზელენსკის პასუხი ასე გადმოსცა: „კარგი, ჩვენ, ალბათ, ასე მოვიქცევით“.

აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი მოთხოვნა გლობალურ საწვავის ბაზარზე პრობლემების კიდევ უფრო გამწვავების საფრთხით ახსნა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია სხვა სამიზნეებზე დარტყმა განახორციელოს, თუმცა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შესაძლოა გლობალური შედეგები მოჰყვეს.

ტრამპმა მანამდეც მოუწოდა უკრაინას, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმები და ეს საწვავის ფასების ზრდასა და დიზელის დეფიციტს დაუკავშირა.

ამასთან, CNN-ის მიერ გამოკითხული ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალურ ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტით ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების მიწოდების შეფერხებებია. თუმცა, მათი შეფასებით, უკრაინის დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე ასევე მოქმედებს დიზელის საწვავის მიწოდებაზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს