ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

France 24: საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები სენატში პირველად შექმნიან საპარლამენტო ჯგუფს

France 24: საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები სენატში პირველად შექმნიან საპარლამენტო ჯგუფს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.…

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, სენატის არჩევნები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ეროვნულმა გაერთიანებამ“ სენატში საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად საჭირო 10-მანდატიანი ზღვარი გადალახა.

„ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა შედეგებს „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა.

საფრანგეთში სენატორებს ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლები ირჩევენ. სენატის 348 წევრიდან ნახევარი შემადგენლობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ახლდება, სენატორები კი ექვსწლიანი ვადით აირჩევიან. 2026 წლის არჩევნებში 178 სენატორის მანდატი იყო გასანაწილებელი.

ულტრამემარჯვენე პარტიამ სენატში პირველად ორი მანდატი 2014 წელს მოიპოვა, როდესაც მას „ეროვნული ფრონტი“ ეწოდებოდა. 2023 წლის არჩევნებში პარტიამ სამი მანდატი აიღო, ახლა კი მისმა წარმომადგენლობამ მოკავშირეებთან ერთად 14 ადგილი მოიპოვა.

სენატში „ეროვნული გაერთიანების“ ჯგუფის შექმნა პარტიას შესაძლებლობას მისცემს ზედა პალატაში უფრო ორგანიზებულად იმუშაოს და საპარლამენტო საქმიანობაში დამატებითი ინსტრუმენტები გამოიყენოს, - იუწყება France 24.

მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში ძალაუფლების მოპოვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად განიხილავს. მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს ეწურება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს