ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

ჩინეთში აშშ-ის ელჩის ცნობით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა

ჩინეთში აშშ-ის ელჩის ცნობით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პერდიუს თქმით, ტრამპმა შეხვედრის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პერდიუს თქმით, ტრამპმა შეხვედრის…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პერდიუს თქმით, ტრამპმა შეხვედრისას სი ძინპინს ჰკითხა, ხომ არ სურდა ამერიკული იარაღის შეძენა. დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი.

„პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენ იარაღს ვყიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. რაღაც მომენტში მან პრეზიდენტ სი ძინპინსაც კი ჰკითხა, ხომ არ სურდა მას იარაღის შეძენა“,- განაცხადა პერდიუმ.

ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას არ გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი აღნიშნა, რომ „აშშ-ის კანონმდებლობა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას კრძალავს და ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის არც შეთავაზება და არც გეგმა არსებობს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს