ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ თავდასხმების ინტენსივობა შეამციროს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ თავდასხმების ინტენსივობა შეამციროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეემცირებინა რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეემცირებინა რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეემცირებინა რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ამას დათანხმდა.

„მე ვუთხარი: „თქვენ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებით“. მან კი მიპასუხა: „კარგი, ალბათ ასე მოვიქცევითო“, -განაცხადა ტრამპმა.

საწვავის გაძვირების საკითხზე საუბრისას კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებენ“.

„სინამდვილეში, ეს ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის. ეს უფრო რუსეთის პრობლემაა. უკრაინა რუსეთში დიზელის მწარმოებელ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს ესხმის თავს, რადგან ისინი ქვეყნის გადამუშავების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელი”, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, მისივე თქმით, მსგავს ობიექტებზე თავდასხმები „გლობალურ პრობლემას ქმნის“.

„არსებობს სხვა ზომებიც, რომელთა მიღებაც მას (ზელენსკის) შეუძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს