ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

კაია კალასი: ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს

კაია კალასი: ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით , ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით , ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპი…

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი, რათა ვიყოთ მეტად მდგრადები. ვგულისხმობ იმას, რომ წევრი სახელმწიფოები თავიანთი მშპ-ის 2,2%-ს თავდაცვაზე ხარჯავენ. შესაბამისად, ეს არის შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს, რათა გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, დააშინოს, რათა მან უკრაინის დახმარებისგან თავი შეიკავოს“, - განაცხადა კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

ევროპის პირველი დიპლომატის განცხადებით, ევროპელებს აღნიშნული საფრთხე კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რათა მას წინ აღუდგნენ.

„ეს არის ის, რასაც ისინი აპირებენ. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, რათა წინ აღვუდგეთ ასეთ საფრთხეს. ჩვენ გვყავს დაზვერვა, რომელსაც უკვე შესწევს უნარი რეაგირება მოახდინოს იქამდე, ვიდრე თავდასხმები მოხდება“, - თქვა კალასმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს