ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

ევროკავშირმა რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის ახალი საგანგებო პროტოკოლის განხილვა დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის ახალი საგანგებო პროტოკოლის განხილვა დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველად იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ საგანგებო პროტოკოლზე. ინიციატივა ითვალისწინებს ერთობლივი მოქმედებებისა და პასუხების შემუშავებას რუსეთის მხრიდან მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველად იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ საგანგებო პროტოკოლზე. ინიციატივა ითვალისწინებს ერთობლივი მოქმედებებისა და პასუხების შემუშავებას რუსეთის მხრიდან მ…

ორშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველად იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ საგანგებო პროტოკოლზე. ინიციატივა ითვალისწინებს ერთობლივი მოქმედებებისა და პასუხების შემუშავებას რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიებზე, საჰაერო სივრცის დარღვევებსა და ხანძრის გაჩენის დივერსიულ ფაქტებზე.

„მინისტრებს პირველი შესაძლებლობა ჰქონდათ, აზრები გაეცვალათ უსაფრთხოების ახალი საგანგებო პროტოკოლის იდეასთან დაკავშირებით. ასეთი მექანიზმი უზრუნველყოფს კოორდინაციას „რუხ ზონაში“ განხორციელებულ შეტევებზე რეაგირებისთვის“, - განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და საჰაერო სივრცის დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებს.

„ევროკავშირის მხრიდან დამნაშავეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რუსი დიპლომატების გაძევება შედეგს იძლევა, თუმცა უნდა ვიფიქროთ, კიდევ რისი გაკეთება გვმართებს. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია, რომ ეს ავსებს ნატოს მექანიზმებს და ევროკავშირს რუსეთის ჰიბრიდულ შეტევებზე უფრო მტკიცე პასუხის გაცემის საშუალებას აძლევს“, - დასძინა მან.

კალასის განმარტებით, ეს იყო „პირველი, ძალიან საწყისი ეტაპის დისკუსია“, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ წევრ ქვეყნებთან მსჯელობა სხვადასხვა დონესა და ფორმატში, მათ შორის ბრიუსელში დიპლომატების დონეზე, გაგრძელდება.

ცნობისთვის, ევროკავშირი ამზადებს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც რუსეთს ევროკავშირის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ განსაზღვრავს. მანამდე დანიურმა დაზვერვამ გააფრთხილა მოკავშირეები, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში რუსეთი ჰიბრიდული ხასიათის შეტევების გაძლიერებას გეგმავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს