ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 17

POLITICO: რომის პაპი უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს

POLITICO: რომის პაპი უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რომის პაპმა ლეო XIV-მ კომპრომისისკენ მოუწოდა და მეომარ მხარეებს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად დათმობებზე წასვლისკენ მოუხმო, - წერს გამოცემა POLITICO . „სამწუხაროდ, ომი დაბრუნდა ევროპაშიც კი“, - განაცხადა რომის პაპმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რომის პაპმა ლეო XIV-მ კომპრომისისკენ მოუწოდა და მეომარ მხარეებს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად დათმობებზე წასვლისკენ მოუხმო, - წერს გამოცემა POLITICO . „სამწუხაროდ, ომი დაბრუნდა ევროპაშიც კი“, - განაცხადა რომის პაპმ…

რომის პაპმა ლეო XIV-მ კომპრომისისკენ მოუწოდა და მეომარ მხარეებს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად დათმობებზე წასვლისკენ მოუხმო, - წერს გამოცემა POLITICO.

„სამწუხაროდ, ომი დაბრუნდა ევროპაშიც კი“, - განაცხადა რომის პაპმა ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ უნდა ვიკისროთ მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის ვალდებულება, გამოვიჩინოთ სიმამაცე მოლაპარაკებებში და მზად ვიყოთ გარკვეულ პოზიციებზე უარის სათქმელად მშვიდობის უმაღლესი სიკეთისთვის“.

პაპმა ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დასკვნით დღეს ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში მან მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, აღავლინა მასშტაბური წირვა პარიზის ცენტრში და მიგრანტების მიმართ დიალოგისა და თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„პაპს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დათმობებზე წასვლა შეიძლება მოუწიოთ კიევს ან მოსკოვს მშვიდობის მიღწევის მიზნით. რუსული ძალები განუწყვეტლივ ბომბავენ უკრაინას და დონეცკის ოლქში დაწინაურებას ცდილობენ, თუმცა, ოთხნახევარზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბური ომის მიუხედავად, რუსულმა არმიამ ვერ შეძლო კიევის დამორჩილება“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს