ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის ელჩი - სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის ელჩი - სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრიი ვიეშკინი. სააგენტო Yonhap -ის ცნობით , დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრიი ვიეშკინი. სააგენტო Yonhap -ის ცნობით , დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემი…

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრიი ვიეშკინი. სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დიპლომატის დაბარების მიზეზი კიევის მიერ ჩრდილოეთკორეელი ორი ტყვის სეულისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროება გახდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაკ იუნ-ჯუმ უკრაინელ დიპლომატს სეულის მკაცრი პოზიცია გააცნო. სამხრეთკორეული მხარის განსაკუთრებული უკმაყოფილება კიევის მიერ კონფიდენციალურობის შეთანხმების არსებობის უარყოფამ გამოიწვია.

პაკის თქმით, მსგავსი ქმედებები სერიოზულად ლახავს ორმხრივ ნდობასა და მეგობრულ ურთიერთობებს. სეული უკრაინისგან ოფიციალურ განმარტებებსა და ბოდიშის მოხდას ითხოვს. ვიეშკინი დაჰპირდა, რომ სამხრეთ კორეის პოზიციას ზუსტად გადასცემს კიევს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, ლი ჯე-მიუნგი და მისი ადმინისტრაცია ამტკიცებენ, რომ უკრაინამ გაუმჟღავნებლობის შეთანხმება დაარღვია. მათი განცხადებით, საიდუმლოების დაცვა თავად სამხედროების უსაფრთხოებას ემსახურებოდა. სეული საერთაშორისო სამართალსა და ჰუმანიტარულ პრინციპებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა საფრთხე შეუქნას როგორც თავად ტყვეებს, ისე ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილ მათ ოჯახებს.

უკრაინული მხარე მსგავსი შეთანხმების არსებობას უარყოფს. პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ არანაირი ფარული გარიგება არ ყოფილა და პატიმრების გადაცემის ადგილის დამალვა არასწორი იქნებოდა.

ტყვეების გადაცემის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა.

ტყვეებმა სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი წერილობით ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში გამოთქვეს. სამხრეთ კორეის კონსტიტუციით, ჩრდილოეთ კორეის მცხოვრებლები ქვეყნის მოქალაქეებად ითვლებიან, რის გამოც სეული ვალდებულია სურვილის შემთხვევაში ისინი მიიღოს. აქამდე კორეის მთავრობა სამხედროების ჩასვლის ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს