ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 15

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა , მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა , მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმო…

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.

პაპმა ასევე გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, „ბირთვულ იარაღსა და სულ უფრო დამანგრეველ ომებზე მსჯელობას იწყებენ“.

„ეკლესიას აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ამ ღირებულებების დამკვიდრებას და მუდმივად მოუწოდოს ლიდერებს - როგორც რუსეთისა და უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების - შეიკრიბონ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაიწყონ დიალოგი“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ლიდერებმა უნდა „იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები იმ ომების გაგრძელების გარეშე, რომლებმაც უკვე ყოველგვარი აზრი დაკარგეს“.

„საუბარი არ არის პოლიტიკაზე ან მის არარსებობაზე. საუბარია იმაზე, რომ უნდა ისმოდეს ხმა, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის ფასს და იმის შესაძლებლობას, რომ მეტი სახსრები დაიხარჯოს ჯანდაცვასა და განათლებაზე და ნაკლები - შეიარაღებაზე“, - გაუსვა ხაზი პონტიფიკოსმა.

ორშაბათს, საფრანგეთის ქალაქ მეცში გამოსვლისას, პაპმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენ გვჭირდება, გამოვიჩინოთ სიმამაცე მოლაპარაკებებში და მზად ვიყოთ უარი ვთქვათ გარკვეულ პოზიციებზე მშვიდობის უმაღლესი სიკეთისთვის“, - აღნიშნა მან.

პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ევროპის სამხედრო ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებით, რომლებმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს