ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს. ორშაბათს საღამოს გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს. ორშაბათს საღამოს გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკ…

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.

ორშაბათს საღამოს გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამხედროების შერჩევა და მომზადება რუსეთში შემდგომი გაგზავნის მიზნით.

„ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის 8 000-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული და სამხრეთკორეული მხარეების შეფასებით, 2024 წლიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 14 000-იდან 15 000-მდე ჯარისკაცი გააგზავნა. მათი უმეტესობა კურსკის სასაზღვრო რეგიონში განათავსეს უკრაინული ძალების იერიშის მოსაგერიებლად.

„სანაცვლოდ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ტექნოლოგიურ დახმარებას უწევს - კერძოდ, რუსული ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონების წარმოება დაიწყო“, - განმარტა ზელენსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს