ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა , რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი, მთავრობის მოთხო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა , რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი, მთავრობის მოთხო…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.

პრეზიდენტი, მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით გადადგომაზე უარს აცხადებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება კონსტიტუციური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება უნგრული საზოგადოება. შემდეგ ცვლილებებს კენჭს უყრიან საყოველთაო რეფერენდუმზე. განახლებული კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ასამბლეა აირჩევს სახელმწიფოს ახალ მეთაურს.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მადიარი ძალისხმევას არ იშურებს პრეზიდენტ შუიოკის თანამდებობიდან გადასაყენებლად და მას ვიქტორ ორბანის რეჟიმის „მარიონეტად“ მოიხსენიებს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტია „ტისას“ ლიდერმა პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა, შუიოკმა მადიარის მოთხოვნა უარყო, რამაც, პრეზიდენტის თქმით, „კონსტიტუციური კრიზისი“ გამოიწვია.

31 მაისს შუიოკმა საბოლოოდ თქვა უარი თანამდებობის დატოვებაზე მას შემდეგ, რაც კვირას ამოიწურა ახალი მთავრობის მიერ მისი ნებაყოფლობითი გადადგომისთვის დადგენილი ბოლო ვადა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს