ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 16

Rapporteur: ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს

Rapporteur: ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა. ამის შესახებ გამოცემა R…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა. ამის შესახებ გამოცემა R…

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა. ამის შესახებ გამოცემა Rapporteur-ი გაფართოების სტრატეგიის შიდა დოკუმენტების პროექტზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მომდევნო კვირას წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მზადებას ითვალისწინებს - ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბლოკის შიდა ფუნქციონირებაში ყველაზე მასშტაბური ცვლილება იქნება.

დოკუმენტების თანახმად, ინიციატივა ითვალისწინებს გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას, რათა კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების პროცესის შუალედურ ეტაპებზე 27 ქვეყნის ერთსულოვნების სავალდებულო მოთხოვნა გაუქმდეს.

ევროკომისია გამარტივებული, კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის წესის დანერგვას ითხოვს - როდესაც გადაწყვეტილებას მხარს უჭერს 15 ქვეყანა, რომლებიც ბლოკის მოსახლეობის ორ მესამედს წარმოადგენენ - საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე, მათ შორის სანქციებზე, ადამიანის უფლებებზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაზე.

ეს ცვლილებები, რომელთა დამტკიცებაც თავის მხრივ ყველა წევრის ერთსულოვნებას მოითხოვს, დააჩქარებს ისეთი ქვეყნების ევროინტეგრაციას, როგორებიცაა უკრაინა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებიც ამჟამად ცალკეული წევრი ქვეყნების წინააღმდეგობას აწყდებიან. თუმცა, სავარაუდოა, რომ ინიციატივას ბლოკის მოქმედი წევრების ნაწილი დაუპირისპირდება.

ევროკომისიამ 6 ოქტომბრისთვის გადადო იმ შეფასების წარდგენა, თუ როგორ იმოქმედებს მომავალი გაფართოება ევროკავშირის საკვანძო პოლიტიკაზე და რა ცვლილებები დასჭირდება თავად ბლოკს ახალი წევრების მისაღებად. დოკუმენტის ცალკეული ნაწილი სწორედ გაფართოებულ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების წესს დაეთმობა.

ამასთან, ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც ევროინტეგრაციის ლიდერად მიჩნეული ოთხი ქვეყანა - მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი - წევრობის კონკრეტულ „საგზაო რუკებს“ მიიღებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს