ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ევროკავშირმა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ათ ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ათ ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, დამატებით ათი პირისა და 17 ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ევროკავშირის საბჭოს ინფორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, დამატებით ათი პირისა და 17 ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ევროკავშირის საბჭოს ინფორ…

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, დამატებით ათი პირისა და 17 ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა სანქციები.

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სანქციები შეეხო იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურ უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაზე.

სანქცირებულთა სიაში არიან მოსკოვის საქალაქო ტურიზმის კომიტეტი, ბავშვთა ბანაკები და სპორტული ცენტრები რუსეთში, ასევე, ჩრდილოეთ კორეაში მდებარე სონდოვონის საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სონდოვონის საერთაშორისო ბავშვთა ბანაკში უკრაინელი ბავშვები პრორუსული ნარატივების გავრცელების მიზნით გადაჰყავთ. სანქცირებულ პირებს შორის არის თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვიც. ევროკავშირის განცხადებით, ის ხელს უწყობდა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას თათრეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე, ბავშვთა ბანაკებისა და სკოლების ხელმძღვანელები. სანქციების ფარგლებში, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირში არსებული აქტივები გაეყინებათ. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტით გადაადგილების აკრძალვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს