ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას

მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას. მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას. მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა,…

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას.

მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ესტონეთმა ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი მსგავს ინციდენტში და განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა აგვისტოში თავდაცვის სფეროში მოქმედ კომპანიაზე თავდასხმა შეუკვეთეს.

„რუსეთი აგრძელებს ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ მტრული ქმედებების დაუფიქრებელ კამპანიას. ის ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი მტკიცე პოზიცია და შეწყვიტოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თუმცა, რუსეთი ამას ვერ ახერხებს. ის მარცხდება ბრძოლის ველზე და ასევე ვერ ახერხებს ჩვენი ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას“, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

რუტემ აღიარა, რომ რუსეთის ქმედებებს „შეიძლება ჰქონდეს გავლენა და ხანდახან აშკარად აქვს კიდეც“.

თუმცა, მან ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ „სიმშვიდე, განაგრძონ საქმიანობა და მხარი დაუჭირონ უკრაინას“.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები რუსეთთან მიმართებით, მაგრამ მათ იციან, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, - განაცხადა რუტემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს