ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს საფრთხეებთან გასამკლავებლად მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ლიბანის სამხრეთ ნაწილში მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, აღკვეთონ ნე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ლიბანის სამხრეთ ნაწილში მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, აღკვეთონ ნე…

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად, გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ლიბანის სამხრეთ ნაწილში მყოფ ისრაელელ ჯარისკაცებს მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, აღკვეთონ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც მათ ან ისრაელის ჩრდილოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ემუქრებათ.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ამ საკითხში შეზღუდული არ არის. მათ მხარს ვუჭერ და ზურგს ვუმაგრებ. მთელი ერი მათ გვერდით დგას. დაჟინებით მოვითხოვ, დავრჩეთ უსაფრთხოების ზონაში ლიბანის სამხრეთში იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები და ჩვენი სახელმწიფოს ყველა მოქალაქის დასაცავად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მეორე დღეა, ძალაშია. „როიტერის“ ცნობით, სააგენტოს ლიბანის უსაფრთხოების ძალებში განუცხადეს, რომ, მიუხედავად ამისა, არსებობს საფრთხე, საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდეს, რის გამოც იძულებით გადაადგილებული პირები სახლებში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს