ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

Reuters: კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე

Reuters: კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლ…

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

დმიტრიევის ვიზიტი, რომელიც ასევე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელია, ორშაბათს შედგა. მას წინ უძღოდა გასულ კვირას ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა, სადაც, ზელენსკის თქმით, მხარეებმა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოსკოვში პუტინს შეხვდნენ.

დმიტრიევი ვაშინგტონში იმყოფებოდა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე კონსტრუქციული დისკუსიების გასაგრძელებლად“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დმიტრიევმა შეხვედრები გამართა აშშ-ის ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან - განუცხადეს Reuters-ს სამშაბათს ვიზიტის მომზადების პროცესში ჩართულმა წყაროებმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს