ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 16

უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე

უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს . ევროპელი დიპლომატების ცნობი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს . ევროპელი დიპლომატების ცნობი…

უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპელი დიპლომატების ცნობით, წევრი ქვეყნების პოზიციები არ შეცვლილა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ დამტკიცდა მე-2 კლასტერის („შიდა ბაზარი“) და მე-3 კლასტერის („კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“) სკრინინგის ანგარიშები.

22 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფის (COELA) სხდომაზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვსევოლოდ ჩენცოვმა წევრ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა წარუდგინა. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა საკითხის კენჭისყრაზე გატანა ვერც 8 სექტემბრის შეხვედრაზე შეძლო.

მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების პროცესი ჯერ კიდევ 2026 წლის ივლისში დაიწყო. 17 ივლისს უნგრეთმა უკრაინის საკითხი დაბლოკა და თანხმობა მხოლოდ მოლდოვისთვის მე-3 კლასტერის დაწინაურებაზე განაცხადა.

თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისა და მოლდოვის გამიჯვნას, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება კვლავ შეჩერებულია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს