ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

აშშ-მა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა

აშშ-მა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით, 21 აგვისტომდე შეამსუბუქა. მედიის ცნობით , დეპარტამენტმა შესაბამისი ლიცენზია უკვე გამოსცა, რომლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით, 21 აგვისტომდე შეამსუბუქა. მედიის ცნობით , დეპარტამენტმა შესაბამისი ლიცენზია უკვე გამოსცა, რომლი…

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით, 21 აგვისტომდე შეამსუბუქა.

მედიის ცნობით, დეპარტამენტმა შესაბამისი ლიცენზია უკვე გამოსცა, რომლის ფარგლებშიც ირანი ნავთობის ექსპორტის განხორციელებას შეძლებს. როგორც ცნობილია, გენერალური ლიცენზია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების აშშ-ში იმპორტს მოიცავს.

„შვეიცარიაში მიმდინარე პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაბამისად, ირანმა უზრუნველყო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და ღია ტრანზიტი. ამასთან, ის დაუშვებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ქვეყანაში შესვლას. ამ ჩარჩოს ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრომ გასცა დროებითი, 60-დღიანი ზოგადი ლიცენზია, რომელიც ირანული ნავთობის წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის ავტორიზაციას ახდენს“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

გასულ კვირას ვაშინგტონსა და თეირანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, შეერთებული შტატები დათანხმდა ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნაწარმის ექსპორტზე, ასევე, ყველა მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, მათ შორის საბანკო ტრანზაქციებზე, დაზღვევასა და ტრანსპორტირების ექსპორტზე შეღავათების გაცემას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს