ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანუ…

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს, ხოსე ლუის აბალოსს ბრალი დასდეს კრიმინალურ გაერთიანებაში მონაწილეობის, ქრთამის აღების, თანხების მითვისებისა და გავლენით ვაჭრობის მუხლებით.

საქმე ეხება კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, მისი მინისტრობის პერიოდში, სამედიცინო მარაგების, მათ შორის პირბადეების სახელმწიფო შესყიდვების ტენდერების გაყალბებას.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა აბალოსის ყოფილ მრჩეველს, კოლდო გარსიასაც.

ეს განაჩენები მას შემდეგ დადგა, რაც სულ რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ პრემიერ სანჩესის მეუღლეს, ბეგონია გომესს კორუფციის საქმეზე სასამართლო განხილვა დაუნიშნა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს