ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ნეთანიაჰუმ ავიაინციდენტის გამო კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ნეთანიაჰუმ ავიაინციდენტის გამო კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს . „ავიაინციდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს . „ავიაინციდ…

ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ავიაინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარების განვითარებას აკვირდება. ინციდენტი კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად ყველა საჭირო ზომა გამოიყენება იმისთვის, რომ ისრაელის მოქალაქე მგზავრები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს. მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს