ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი ზაჰარა მათი მესამე შვილია, რომელმაც მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი ზაჰარა მათი მესამე შვილია, რომელმაც მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა ზაჰარამ მამის გვარზე ოფიციალურად უარი თქვა. ინფორმაციას PEOPLE ავრცელებს . ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა ზაჰარამ მამის გვარზე ოფიციალურად უარი თქვა. ინფორმაციას PEOPLE ავრცელებს . ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა…

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა ზაჰარამ მამის გვარზე ოფიციალურად უარი თქვა. ინფორმაციას PEOPLE ავრცელებს.

ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა ახლა „ზაჰარა მარლი ჯოლი“ გახდა. ჟურნალ PEOPLE-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კალიფორნიის მოსამართლემ სახელის ცვლილება დაამტკიცა და წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ზაჰარა ჯოლისა და პიტის შვილებიდან მესამეა, ვინც მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

62 წლის პიტსა და 51 წლის ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ: 25 წლის მადოქსი; 22 წლის პაქსი; 21 წლის ზაჰარა; 20 წლის შაილო და 18 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი.

„Mr. & Mrs. Smith“-ის ვარსკვლავები 2016 წელს, 12-წლიანი ურთიერთობისა და ორწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მათი განქორწინება ოფიციალურად 2024 წლის დეკემბერში დასრულდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს