ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

The Times of Israel: ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი Fly Dubai-ს რეისების შეჩერებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმების შესწავლას ითხოვს

The Times of Israel: ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი Fly Dubai-ს რეისების შეჩერებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმების შესწავლას ითხოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ყველა რეისის შეჩერებას ითხოვს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარ დილის ინციდენტს უკავშირდება, იუწყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ყველა რეისის შეჩერებას ითხოვს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარ დილის ინციდენტს უკავშირდება, იუწყ…

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ყველა რეისის შეჩერებას ითხოვს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარ დილის ინციდენტს უკავშირდება, იუწყება The Times of Israel-ი.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, რეგევმა ასევე სამოქალაქო ავიაციის უწყებას სთხოვა, გამოიძიოს, დაარღვია თუ არა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმება.

შეთანხმების თანახმად, ისრაელში დაშვების უფლება მხოლოდ იმ ქვეყნების პასპორტის მფლობელ პილოტებს აქვთ, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

გავრცელებული, თუმცა ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, Fly Dubai-ს რეისის მეორე პილოტმა, რომელიც ზოგიერთი ცნობით ომანის მოქალაქეა, კაპიტანს დანით მიაყენა ჭრილობები და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, თუმცა მგზავრებმა მისი შეჩერება შეძლეს.

ისრაელსა და ომანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს