ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

რუსეთის საელჩო: ნატოს მიერ კალინინგრადის იზოლაციის მცდელობის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისაც მზად იქნება

რუსეთის საელჩო: ნატოს მიერ კალინინგრადის იზოლაციის მცდელობის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისაც მზად იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის საელჩო ირლანდიაში აცხადებს , რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში მოსკოვი მზად იქნება ტერიტორიის დასაცავად „არსებული მთელი არსენალი“, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს. სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის საელჩო ირლანდიაში აცხადებს , რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში მოსკოვი მზად იქნება ტერიტორიის დასაცავად „არსებული მთელი არსენალი“, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს. სა…

რუსეთის საელჩო ირლანდიაში აცხადებს, რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში მოსკოვი მზად იქნება ტერიტორიის დასაცავად „არსებული მთელი არსენალი“, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

საელჩო ასევე აცხადებს, რომ ასეთ სცენარს შესაძლოა ნატოს ქვეყნებთან პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირება და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე რუსეთის პრევენციული დარტყმები მოჰყვეს.

რუსეთის საელჩოს განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროპის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება მოსაზრება, თითქოს რუსეთი სამხედრო შეჭრას ან ე.წ. ჰიბრიდული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს. დიპლომატიური მისიის განცხადებით, მოსკოვის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია და ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 სექტემბერსაც დაადასტურა.

„არსებობს ინფორმაცია, რომ ნატო კალინინგრადისა და კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას ამზადებს. ეს ფანტაზია არ არის და რუსეთისთვის სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

ევროპის უპასუხისმგებლო და შორსმჭვრეტელობისგან მოკლებული პოლიტიკური ელიტა სახიფათო თამაშს თამაშობს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუ დასავლეთი თავს დაგვესხმება, ჩვენ პასუხს გავცემთ და ეს იქნება სრულიად განსხვავებული ომი - და ძალიან ხანმოკლე.

ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ: რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატოს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის რუსეთის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდებიან.

ასეთ შემთხვევაში შეიარაღებული დაპირისპირების რისკი მაღალი იქნება და დიდი ალბათობით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს“, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს