ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 13

აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა

აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის ანტიკორუფციული ზედამხედველობის უმაღლესი ორგანო დატოვა, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს. როგორც „ესოშიეთიდ პრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის ანტიკორუფციული ზედამხედველობის უმაღლესი ორგანო დატოვა, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს. როგორც „ესოშიეთიდ პრე…

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის ანტიკორუფციული ზედამხედველობის უმაღლესი ორგანო დატოვა, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ აგრძელებს საერთაშორისო და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან გამოსვლის გეგმას და მათ საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბებაში, არაეფექტიანობაში ან აშშ-ის პოლიტიკასთან შეუსაბამობაში ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, ევროპის საბჭომ სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ერთი დღით ადრე ოფიციალურად აცნობა მას კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფიდან GRECO-დან გასვლის შესახებ. GRECO მანამდე მხოლოდ ორმა ქვეყანამ – რუსეთმა და ბელარუსმა – დატოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობა GRECO-ში, რომელიც ყოველწლიურ ფინანსურ შენატანს მოითხოვს, „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხელშესახებ სარგებელს არ იძლევა“.

„საერთაშორისო ბიუროკრატიული სტრუქტურებისთვის ცარიელი ჩეკების გაცემის ეპოქა დასრულდა. ამის ნაცვლად, დეპარტამენტი პრიორიტეტს ანიჭებს კორუფციასთან ბრძოლის უფრო ეფექტიან ინსტრუმენტებს, როგორიცაა სავიზო შეზღუდვები, სანქციები და მიზნობრივი საგარეო დახმარება, რათა გაძლიერდეს უცხო ქვეყნების გამოძიებები იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას,“ – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

სტრასბურგში მდებარე ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ აშშ „ღირებული კონტრიბუტორი“ იყო GRECO-ს საქმიანობაში და „კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში“.

„GRECO კვლავ მზად არის, მომავალში განაახლოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, საერთო ძალისხმევის მხარდასაჭერად კორუფციის პრევენციის, კეთილსინდისიერების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა ერთი კვირის შემდეგ, რაც ეუთო-მ განაცხადა, რომ აშშ-მა უარი თქვა მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევაზე ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლებად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს