ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 17

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია ახალ წევრებს სანქციების დაბლოკვის უფლებას არ მისცემს

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია ახალ წევრებს სანქციების დაბლოკვის უფლებას არ მისცემს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს , რომ ევროკავშირის გაფართოების შემოთავაზებულ სტრატეგიაში მთავარი სიახლე შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნების უფლებამოსილებებს შეეხებოდეს - მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს , რომ ევროკავშირის გაფართოების შემოთავაზებულ სტრატეგიაში მთავარი სიახლე შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნების უფლებამოსილებებს შეეხებოდეს - მ…

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შემოთავაზებულ სტრატეგიაში მთავარი სიახლე შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნების უფლებამოსილებებს შეეხებოდეს - მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის საბჭოში ერთსულოვნებით მისაღები გადაწყვეტილებების, მათ შორის სანქციების, დაბლოკვას ვერ შეძლებენ.

იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის მთავარი სიახლე არც ეტაპობრივი ინტეგრაციაა, რომელიც ადრეც განიხილებოდა, და არც კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის უფრო ფართოდ გამოყენება, რაც, მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა.

მისი თქმით, შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ახალი წევრები - მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა - ვერ შეძლებენ ევროკავშირის საბჭოს იმ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოსვლას, რომელთა მისაღებადაც ერთსულოვნებაა საჭირო.

იოზვიაკი მაგალითად სანქციებს ასახელებს. ამასთან, მისი ინფორმაციით, ახალი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ე.წ. დამცავი მექანიზმების გამოყენების ვადა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას შესაძლოა ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეს, 3 წლიდან 10 წლამდე გახანგრძლივდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს