ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

The Times of Israel: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

The Times of Israel: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების ბრძანება გამოსცა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ტერორისტული მოტივი და იყო თუ არა ის წ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების ბრძანება გამოსცა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ტერორისტული მოტივი და იყო თუ არა ის წ…

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების ბრძანება გამოსცა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ტერორისტული მოტივი და იყო თუ არა ის წინასწარ დაგეგმილი, იუწყება The Times of Israel-ი.

გამოძიება ეხება Fly Dubai-ის FZ1073 რეისს, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და 30 სექტემბერს ბორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში იძულებით დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მეორე პილოტმა თვითმფრინავის კაპიტანს დანა დაარტყა და თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდებასა და მის ჩამოგდებას ცდილობდა. მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ინციდენტის ყველა გარემოება და მოტივი, მათ შორის, იყო თუ არა ის დაკავშირებული რაიმე ტერორისტულ საქმიანობასთან, ასევე არსებობდა თუ არა თავდასხმის წინასწარი დაგეგმვა ან ვინმესგან მიღებული მითითება.

საამიროების სასამართლო ორგანოები გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებას თვითმფრინავის რეგისტრაციისა და მისი საავიაციო დროშის საფუძველზე ფლობენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საამიროების კანონმდებლობა ვრცელდება თვითმფრინავის ბორტზე ჩადენილ დანაშაულებზე, „მაშინაც კი, თუ ისინი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოხდა“, წერს გამოცემა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს