ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ძალადობის ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - საფრანგეთის განათლების მინისტრი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება

ძალადობის ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - საფრანგეთის განათლების მინისტრი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის განათლების მინისტრი, ედუარ ჟეფრე სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება. მინისტრის განცხადებით, დილიდან დაფიქსირდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის განათლების მინისტრი, ედუარ ჟეფრე სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება. მინისტრის განცხადებით, დილიდან დაფიქსირდა…

საფრანგეთის განათლების მინისტრი, ედუარ ჟეფრე სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება.

მინისტრის განცხადებით, დილიდან დაფიქსირდა ლიცეუმის დაწვისა და პერსონალისთვის ბენზინის შესხმის შემთხვევები, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.

„სკოლების მიმდებარედ დილიდან განხორციელებული ძალადობა უკიდურესად მძიმეა. ეს სცილდება მხოლოდ სკოლის ფარგლებს - არანაირი მოთხოვნა თუ პრეტენზია არ ამართლებს ასეთ ქმედებებს“, - აღნიშნავს ედუარ ჟეფრე.

მან სრული მხარდაჭერა გამოუხატა დაშავებულებს, მოსწავლეებსა და პერსონალს, რომლებსაც დარბეულ და დაზიანებულ დაწესებულებებში დაბრუნება მოუწევთ.

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სკოლის დირექტორების სიმამაცეს, რომლებიც პირდაპირი თავდასხმის სამიზნეები გახდნენ, თუმცა მაინც განაგრძობენ მოსწავლეთა და გუნდის უსაფრთხოების დაცვას.

ედუარ ჟეფრე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალადობის ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამასთან, მან მოუწოდა საზოგადოებას, გაიაზრონ საკუთარი სიტყვებისა და მობილიზაციისკენ მოწოდებების პასუხისმგებლობა

„ძალადობა ვერ წაართმევს ჩვენს მოსწავლეებს განათლების მიღების ფუნდამენტურ უფლებას“, - აცხადებს საფრანგეთის განათლების მინისტრი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს