ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს

„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა პარტიიდან „რესპუბლიკელები“, ბრუნო რეტაიომ განაცხადა , რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ( La France insoumise ) აკრძალვა სურს. რეტაიოს მტკიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა პარტიიდან „რესპუბლიკელები“, ბრუნო რეტაიომ განაცხადა , რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ( La France insoumise ) აკრძალვა სურს. რეტაიოს მტკიც…

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა პარტიიდან „რესპუბლიკელები“, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France insoumise) აკრძალვა სურს. რეტაიოს მტკიცებით, აღნიშნული პარტია ლიცეუმების ბლოკადის ფონზე „ქვეყანაში ამბოხის ორგანიზებას ცდილობს“.

„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას. ის, რაც დღეს ლიცეუმებთან ხდება, არის იმის გენერალური რეპეტიცია, რაც 2027 წელს შეიძლება მოხდეს, თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბრუნო რეტაიომ.

მან დასძინა, რომ დღეს დგას LFI-ის აკრძალვის საკითხი: „ეს სამართლებრივად ძალიან რთულია, თუმცა ამ თემას საჯარო დებატებში წამოვწევ“.

რეტაიომ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყოს, თავის უწყებას ამ შემთხვევის იურიდიულად შესწავლას დაავალებდა.

პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ ხელისუფლება და ოპონენტები საპროტესტო მოძრაობის წახალისებასა და სათავისოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. პროტესტი, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, ვანდალიზმისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს.

ოთხშაბათს პოლიციამ 625 ადამიანი დააკავა, ხოლო შეტაკებებისას 83 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა.

ეროვნული განათლების სამინისტროს მონაცემებით, ბლოკადების დაწყებიდან დღემდე დაშავდა 119 მოსწავლე და პერსონალის წევრი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს