ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 18

მარკ რუტე: დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის

მარკ რუტე: დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ კრუტემ განაცხადა. რუტეს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და კონტინენტზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მავნებლური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ კრუტემ განაცხადა. რუტეს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და კონტინენტზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მავნებლური…

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ კრუტემ განაცხადა.

რუტეს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და კონტინენტზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მავნებლური ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი რაოდენობის წინაშე დგას.

„მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა, პუტინი ომის დასრულების არანაირ სურვილს არ გამოხატავს. პირიქით, ახლა ის ომს აძლიერებს. მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ჩვენი ქვეყნები სამიზნეები არიან. რუსეთის მავნე ჰიბრიდული თავდასხმების სია მთელ ევროპაში ყოველდღიურად იზრდება. ვიცით, რომ ეს თავდასხმები რუსეთში სასოწარკვეთილების ნიშანია. პუტინი უკრაინაში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და ამის გამო ჩვენი დასჯა სურს. პუტინს სურს ჩვენი დაშინება და გახლეჩა, მაგრამ ეს არ გამოუვა. მის მტრულ ქმედებებზე ჩვენი პასუხი კი უკრაინის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერაა“- განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს „გრძელი გზა“ ელოდებათ, რადგან რუსეთის „კარგად გამართული სამხედრო მანქანა“ უახლოეს მომავალში არ შეჩერდება, ხოლო ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ტექნოლოგიური განვითარება შენელებას არ აპირებს.

„ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. თუმცა ვიცით, რომ ერთმანეთს დავიცავთ და ერთზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპმა და მისი დაცვის ჩვენმა ურყევმა გადაწყვეტილებამ შეგვინარჩუნამშვიდობა უკვე 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს