ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

მარტა კოსი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვარს ვერ მოხდება

მარტა კოსი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვარს ვერ მოხდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს , რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვარს ვერ მოხდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს , რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვარს ვერ მოხდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.…

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვარს ვერ მოხდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

„თარიღი 2027 წლის 1 იანვარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა. გაწევრიანება დამსახურების პრინციპს ეფუძნება და ცხადია, რომ ეს თარიღისთვის შეუძლებელია“, - განაცხადა კოსმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას კიევი და სხვა ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიად განიხილავენ.

„მესმის, რომ კიევი და ბევრი სხვა ადამიანი ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს. უკრაინის ომმა ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა და ამის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ პრიორიტეტად იქცა — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

კოსის განცხადებით, უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესში გამონაკლისები და შეღავათები არ არსებობს, თუმცა ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს.

„გაწევრიანების პროცესში არც პრივილეგიები არსებობს და არც შეღავათები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს. სწორედ ამიტომ, მისი დახმარება ჩვენი მოვალეობაც არის“, - განაცხადა მან.

კოსმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში შესაძლებელი იქნება რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკების მიმართულების, ე.წ. კლასტერის, გახსნა.

„იმედი მაქვს, წლის ბოლომდე რაც შეიძლება მეტი კლასტერი გაიხსნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს