ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

აშშ-მა დიდ ბრიტანეთში მდებარე ბაზიდან თვითმფრინავები ახალი დივერსიის საფრთხის გამო გაიყვანა

აშშ-მა დიდ ბრიტანეთში მდებარე ბაზიდან თვითმფრინავები ახალი დივერსიის საფრთხის გამო გაიყვანა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პენტაგონის ინფორმაციით , ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფეირფორდის ავიაბაზაზე ბაზირებული ყველა ამერიკული ბომბდამშენი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. The New York Times-ის ცნობით, თვითმფრინავების სასწრაფო გადასროლა მას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პენტაგონის ინფორმაციით , ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფეირფორდის ავიაბაზაზე ბაზირებული ყველა ამერიკული ბომბდამშენი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. The New York Times-ის ცნობით, თვითმფრინავების სასწრაფო გადასროლა მას…

პენტაგონის ინფორმაციით, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფეირფორდის ავიაბაზაზე ბაზირებული ყველა ამერიკული ბომბდამშენი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. The New York Times-ის ცნობით, თვითმფრინავების სასწრაფო გადასროლა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის სამხედროებმა ამ ავიაბაზაზე ახალი დივერსიის მომზადების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

პენტაგონში განაცხადეს, რომ ბომბდამშენები მზადყოფნაში რჩებიან, რათა შეერთებული შტატების კონტინენტური ტერიტორიიდან „მაღალი სიზუსტის დარტყმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განახორციელონ“. დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ფეირფორდის ავიაბაზაზე განთავსებული თვითმფრინავები ირანზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა.

27 სექტემბრის დილას პოლიციაში შევიდა ზარი საეჭვო ავტომობილების შესახებ, რომლებიც ავიაბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ტერიტორია ალყაში მოაქციეს და ახლომდებარე სოფლის მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე, მოგვიანებით კი დიდი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს, თუმცა შემდგომში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ივლისში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა მუქარა, რომ ნებისმიერი ბრიტანული ბაზა, რომელიც თეირანზე დარტყმებისთვის გამოიყენება, „კანონიერი სამიზნეა“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს