ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 18

ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა . ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე იყო, თუმცა 27 სექტე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა . ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე იყო, თუმცა 27 სექტე…

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე იყო, თუმცა 27 სექტემბრის საღამოსთვის უკვე გაუჩინარდა. ჩამოშლის ზუსტი მომენტი აღნუსხული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტროპიკულ შტორმ „ნოლოს“ დროს მოხდა, რომელსაც ძლიერი ტალღები ახლდა.

ჰავაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა მრავალწლიანი გეოლოგიური პროცესის შედეგად საბოლოოდ ჩამოინგრა. პარკში განაცხადეს, რომ თაღის ორივე მხარეს მდებარე სანაპირო ზოლი არასტაბილურობის ნიშნებს წლების განმავლობაში ავლენდა. კლდეები სერიოზულად დაზიანდა 2018 წელს, ვულკან კილაუეის ამოფრქვევის დროს მომხდარი მიწისძვრების შედეგად. მოგვიანებით ახალი ბზარები და არამდგრადი ქანების უბნები გამოვლინდა, რის გამოც 2020 წელს პარკის ხელმძღვანელობამ გადასახედი მოედანი დახურა, რომელიც უფსკრულის კიდესთან უფრო ახლოს მდებარეობდა.

ჰოლეის თაღი დაახლოებით 550 წლის წინ ლავური ნაკადებისგან წარმოიქმნა. ის, ოკეანის ტალღების ზემოქმედებით, ბზარების გასწვრივ და ნაკლებად მტკიცე მონაკვეთებზე ქანების დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს