ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

დიმიტრი პესკოვი – ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილება

დიმიტრი პესკოვი – ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამასთან, პესკოვმა კომენტარი არ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამასთან, პესკოვმა კომენტარი არ…

ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამასთან, პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ნავთობზე მრავალმილიარდიან გარიგებას მოიცავს.

„კონკრეტულად ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ნამდვილად განიხილება ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის საკითხი,“ – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სამიზნეების სია უკრაინულმა მხარემ გააფართოვა.

„მსურს, შეგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის არაერთგზის გაკეთებული განცხადება, რომ სწორედ უკრაინული მხარე, სწორედ კიევის რეჟიმი იყო, ვინც რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი ეკონომიკური ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სამიზნეების ჩამონათვალი გააფართოვა. და ის, რასაც ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებენ, არის ამისთვის სამაგიეროს გადახდა. უკრაინამ საკუთარი ქმედებებისთვის აუცილებლად უნდა გადაიხადოს და გადაიხდის კიდეც საფასურს“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს