ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

„როიტერი“ – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ევროკავშირსა და ევროზონაში გერმანიის წევრობის საწინააღმდეგო პოზიციის შეცვლას უჭერენ მხარს

„როიტერი“ – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ევროკავშირსა და ევროზონაში გერმანიის წევრობის საწინააღმდეგო პოზიციის შეცვლას უჭერენ მხარს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრები ევროკავშირსა და ევროზონაში გერმანიის წევრობის საკითხზე პარტიის ხანგრძლივი ოპოზიციური პოზიციის შეცვლას უჭერენ მხარს. „როიტერის“ ცნობით , ამის შესახებ პარტი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრები ევროკავშირსა და ევროზონაში გერმანიის წევრობის საკითხზე პარტიის ხანგრძლივი ოპოზიციური პოზიციის შეცვლას უჭერენ მხარს. „როიტერის“ ცნობით , ამის შესახებ პარტი…

ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრები ევროკავშირსა და ევროზონაში გერმანიის წევრობის საკითხზე პარტიის ხანგრძლივი ოპოზიციური პოზიციის შეცვლას უჭერენ მხარს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პარტიის სტრატეგიულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველად გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა, ევროკავშირისა და ევროზონის დაუყოვნებლივ დატოვების ნაცვლად, ორივეს ძირეულ რეფორმირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, ეს მცდელობებითუ წარუმატებელი აღმოჩნდება, პარტიამ გერმანიის ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება უნდა მოითხოვოს.

ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს ევროკავშირის „სუვერენული ერების გაერთიანებად“ გარდაქმნას, ბრიუსელის როლის შეზღუდვას საშინაო პოლიტიკის საკითხებში და ქვეყნებისთვის ეროვნულ დონეზე გამონაკლისების დაშვებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მიგრაცია, ევროკავშირის ფინანსები და სოციალური პოლიტიკა.

როგორც მედია წერს, დოკუმენტი ევროპარლამენტში, გერმანიის ბუნდესტაგსა და ფედერალური მიწების პარლამენტებში წარმოდგენილმა AfD-ის დეპუტატებმა მოამზადეს და მისი განხილვა გასულ თვეში გამართულ შეხვედრაზე მოხდა.

მედიის ცნობით, პარტიის ათწლიანი პოლიტიკური პლატფორმის ცვლილება საბოლოოდ მომავალ წელს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს