ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ბრძანებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ბრძანებას მოაწერა ხელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ავტომაგისტრალებზე იაფი, დაუბეგრავი დიზელის გამოყენებაა დაშვებული. აღნიშნულ საწვავს, რომელიც ძირითადად ტრაქტორებსა და სამრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ავტომაგისტრალებზე იაფი, დაუბეგრავი დიზელის გამოყენებაა დაშვებული. აღნიშნულ საწვავს, რომელიც ძირითადად ტრაქტორებსა და სამრე…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ავტომაგისტრალებზე იაფი, დაუბეგრავი დიზელის გამოყენებაა დაშვებული.

აღნიშნულ საწვავს, რომელიც ძირითადად ტრაქტორებსა და სამრეწველო ტექნიკაში გამოიყენება, წითელი საღებავი აქვს, რათა ჩვეულებრივი დიზელისგან გაირჩეს.

ნებრასკის შტატში, რომელიც დიზელის გაძვირების გამო განსაკუთრებით დაზარალდა, საარჩევნო შეხვედრაზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ბრძანება „ნებისმიერს მისცემს საშუალებას, წითლად შეღებილი დიზელის საწვავი გადასახადის გარეშე იყიდოს“. ბრძანების ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ყველა საქონლის, მათ შორის პროდუქტების გაიაფებასაც შეუწყობს ხელს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბრძანებით დროებით ნებადართულია „შეღებილი“ დიზელის გამოყენება ავტომაგისტრალებზე, ხოლო შესაბამისი ფედერალური აქციზის გადახდა გადავადდება, რაც ამერიკელების ხარჯებს შეამცირებს.

აშშ-სა და ირანს შორის ომის გამო დიზელის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ტრამპი კი აცხადებს, რომ საწვავის გაძვირების მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს