ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

Bloomberg: ნატო რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი გამარჯვების სტრატეგიას ამუშავებს

Bloomberg: ნატო რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი გამარჯვების სტრატეგიას ამუშავებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატოში რუსეთის პოტენციური შეჭრის შეკავების სტრატეგიაზე მუშაობენ, თუმცა, რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის მუშავდება სწრაფი გამარჯვების მიღწევის სცენარი. ინფორმაციას Bloomberg-ი დოკუმენტზე „გამარჯვების თეორია“ (Theory of…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატოში რუსეთის პოტენციური შეჭრის შეკავების სტრატეგიაზე მუშაობენ, თუმცა, რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის მუშავდება სწრაფი გამარჯვების მიღწევის სცენარი. ინფორმაციას Bloomberg-ი დოკუმენტზე „გამარჯვების თეორია“ (Theory of…

ნატოში რუსეთის პოტენციური შეჭრის შეკავების სტრატეგიაზე მუშაობენ, თუმცა, რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის მუშავდება სწრაფი გამარჯვების მიღწევის სცენარი. ინფორმაციას Bloomberg-ი დოკუმენტზე „გამარჯვების თეორია“ (Theory of Victory) დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ დოკუმენტს ევროპაში ნატოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი 12 ოქტომბერს, პოლონეთში წარადგენს, ალიანსსა და რუსეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.

როგორც ინფორმირებული მაღალჩინოსნები და დიპლომატები აღნიშნავენ, ამ დოკუმენტის მიზანი იმის განმარტებაა, თუ როგორ გაუმკლავდება ალიანსი მის ტერიტორიაზე სავარაუდო შეჭრას. ბოლო დროს გახშირდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი მსგავს ნაბიჯებს განიხილავს.

ამავდროულად, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ახლახან განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ალიანსზე ტრადიციული ფორმით თავდასხმის მომზადების არანაირი ნიშნები არ არსებობს, თუმცა ევროპა მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ჰიბრიდული შეტევებისთვის.

გრინკევიჩის პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა უარი თქვა გეგმის დეტალების განხილვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსი „წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა“.

გარდა ამისა, წყაროების ცნობით, დოკუმენტის მიზანია მოკავშირეებს აჩვენოს, თუ როგორ ახდენს ნატო ტრადიციული შეიარაღების ინტეგრირებას იმ ახალ შესაძლებლობებთან, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოიკვეთა. ასევე, მიზანს წარმოადგენს მოკავშირეების წახალისება თავდაცვის სექტორში უფრო დიდი ინვესტიციების ჩასადებად და უკეთესი მომზადების უზრუნველსაყოფად.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მზადყოფნის დემონსტრირებით ნატო მიზნად ისახავს, მოწინააღმდეგე იმ დასკვნამდე მიიყვანოს, რომ გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

თუმცა, ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში, ალიანსი შეჭრას აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს შეკავების ინიციატივის ფარგლებში სახმელეთო ჯარებისა და სხვა საშუალებების კომბინაციით დაბლოკავს. შესაბამისი კონცეფცია ითვალისწინებს იაფფასიანი დრონების, მინიმალური ეკიპაჟის მქონე სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტით მართვადი სამიზნე საშუალებების გამოყენებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს