ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი აპირებს, 2027 წლის ბოლომდე სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი აპირებს, 2027 წლის ბოლომდე სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირი აპირებს, 2027 წლის ბოლომდე სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა . ფონ დერ ლაიენის გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირი აპირებს, 2027 წლის ბოლომდე სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა . ფონ დერ ლაიენის გა…

ევროკავშირი აპირებს, 2027 წლის ბოლომდე სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსული გაზის მოხმარების შეწყვეტის გეგმებზე უარს არ იტყვის.

მისივე თქმით, ოთხი წლის წინ, როცა გაზის იმპორტის 45% რუსეთზე მოდიოდა, მოსკოვი ევროპას აშანტაჟებდა.

„ევროპა ერთიანი დარჩა და ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერი გამოვიდა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, დღეს რუსული გაზის წილი 45%-დან 12%-მდე შემცირდა და მომავალი წლის ბოლოსთვის ნულს გაუტოლდება.

ცნობისთვის, 2027 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი მთლიანად აიკრძალება, თუმცა სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ დროებითი გამონაკლისი შენარჩუნდა მესამე ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებაზე ძველი კონტრაქტების მიხედვით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს