ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: იმ მომენტიდან, როდესაც ვითარება ქალაქურ ძალადობაში გადადის, თქვენ უკვე აღარ იმყოფებით საზოგადოებრივი წესრიგის სტანდარტული დაცვის რეჟიმში - სრულიად ნორმალურია, რომ პოლიციელებსა და ჟანდარმებს ჰქონდეთ წვდომა მათ ხელთ არსებული არალეტალური იარაღის მთელ სპექტრზე

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: იმ მომენტიდან, როდესაც ვითარება ქალაქურ ძალადობაში გადადის, თქვენ უკვე აღარ იმყოფებით საზოგადოებრივი წესრიგის სტანდარტული დაცვის რეჟიმში - სრულიად ნორმალურია, რომ პოლიციელებსა და ჟანდარმებს ჰქონდეთ წვდომა მათ ხელთ არსებული არალეტალური იარაღის მთელ სპექტრზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში დემონსტრაციებისა და მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის, მათ შორის, სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების გამშვები მოწყობილობების გამოყენებამ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში დემონსტრაციებისა და მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის, მათ შორის, სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების გამშვები მოწყობილობების გამოყენებამ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა…

საფრანგეთში დემონსტრაციებისა და მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის, მათ შორის, სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების გამშვები მოწყობილობების გამოყენებამ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია. აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი გამოეხმაურა და ძალოვანი უწყებების ქმედებები დაიცვა.

რადიოსადგურ France Inter-ის ეთერში გამოსვლისას ნუნიესმა განმარტა, რომ მსგავსი საშუალებების გამოყენება სრულიად გამართლებულია, როდესაც სიტუაცია ჩვეულებრივი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ჩარჩოებს სცილდება.

„იმ მომენტიდან, როდესაც ვითარება ქალაქურ ძალადობაში გადადის, თქვენ უკვე აღარ იმყოფებით საზოგადოებრივი წესრიგის სტანდარტული დაცვის რეჟიმში. სრულიად ნორმალურია, რომ პოლიციელებსა და ჟანდარმებს ჰქონდეთ წვდომა მათ ხელთ არსებული არალეტალური იარაღის მთელ სპექტრზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ნუნიესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცველები აღნიშნულ საშუალებებს მხოლოდ „საკანონმდებლო და რეგულატორული ნორმების მკაცრი დაცვით“ და „პროპორციულად“ იყენებენ, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით მიმდინარე არეულობების დროსაც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალათენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, "იმედში" შეიჭრა და "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშიაშემდეგი თემატური მასალა →ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს