ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

CNN-ი საფრანგეთში მასშტაბური პროტესტის მიზეზების შესახებ წერს - წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს საკლასო ოთახები არასაკმარისი რაოდენობის მერხებითა და სკამებით. ასევე, მოსწავლეები ხშირად უჩივიან გაკვეთილების გაუქმებას იმის გამო, რომ მასწავლებელს შემცვლელი არ ჰყავს

CNN-ი საფრანგეთში მასშტაბური პროტესტის მიზეზების შესახებ წერს - წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს საკლასო ოთახები არასაკმარისი რაოდენობის მერხებითა და სკამებით. ასევე, მოსწავლეები ხშირად უჩივიან გაკვეთილების გაუქმებას იმის გამო, რომ მასწავლებელს შემცვლელი არ ჰყავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • CNN-ი საფრანგეთში მასშტაბური აქციების მიზეზების შესახებ წერს და ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, მოსწავლეების მასშტაბური გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

CNN-ი საფრანგეთში მასშტაბური აქციების მიზეზების შესახებ წერს და ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, მოსწავლეების მასშტაბური გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელ…

CNN-ი საფრანგეთში მასშტაბური აქციების მიზეზების შესახებ წერს და ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, მოსწავლეების მასშტაბური გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს საკლასო ოთახები არასაკმარისი რაოდენობის მერხებითა და სკამებით. ასევე, მოსწავლეები ხშირად უჩივიან გაკვეთილების გაუქმებას იმის გამო, რომ მასწავლებელს შემცვლელი არ ჰყავს.

2010 წელს საფრანგეთში შობადობის ზრდამ საშუალო სკოლების მოსწავლეების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ამასთან, ეს ის პერიოდია, როდესაც სკოლების დაფინანსება ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად მცირდებოდა, აღნიშნულია სტატიაში.

საშუალო სკოლებში ახლა 2008 წელთან შედარებით ნაკლები მასწავლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა რაოდენობა დამატებით 250 ათასით გაიზარდა. საჯარო სკოლებში კლასების 70%-ში 30-ზე მეტი მოსწავლეა.

განათლების სფეროს კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მთავრობის რეაქცია ნელი და მოსწავლეების მოთხოვნების მიმართ არასაკმარისად მგრძნობიარე იყო.

თავდაპირველად ხელისუფლების ყურადღების მნიშვნელოვანი ნაწილი ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთსა“ და ბარიკადებთან მისი წარმომადგენლების ყოფნაზე იყო გადატანილი.

პარტიის ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, არაერთხელ გამოვიდა როგორც მოსწავლეების პროტესტის უფლების, ისე თავად პარტიის აქციებზე ყოფნის დაცვის პოზიციით.

ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პოლიციის მხრიდან მკაცრი რეაგირების აუცილებლობასა და საპროტესტო მოძრაობით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს. მხოლოდ პარიზის დიდი რეგიონის სკოლებისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 7 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ხელისუფლებამ თავდაპირველად უკან დაიხია ტექნოლოგიურ სკოლებში დაგეგმილ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებიც 2027 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს ცვლილება საბოლოოდ მთავრობის საბიუჯეტო გეგმიდან ამოიღეს.

პროტესტის მასშტაბის ზრდის შემდეგ ხელისუფლებამ მოსწავლეების მოთხოვნებს მეტი ყურადღება მიაქცია. გასულ კვირას ძალადობის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შემდეგ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოვლენები სტუდენტური პროტესტიდან ურბანულ ძალადობაში გადაიზარდა. მხოლოდ ერთ დღეში პოლიციამ დაახლოებით 2 000 ადამიანი დააკავა.

პარასკევს განათლების მინისტრი ედუარ ჟეფრე მოსწავლეთა ლიდერებს შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრის დასრულებისთანავე მოსწავლეების ლიდერებმა სამშაბათის აქციებზე მასშტაბური მობილიზაციისკენ მოუწოდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს