ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

გამოკითხვა: უკრაინაში 53% მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს

გამოკითხვა: უკრაინაში 53% მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად , გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს. გამოკითხულთა 42% ფიქრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად , გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს. გამოკითხულთა 42% ფიქრო…

კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს.

გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ზელენსკიმ მეორედ უნდა იყაროს კენჭი, ხოლო 5%-ს პასუხი ჯერ არ აქვს.

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ზელენსკის მეორედ არჩევას გამოკითხულთა 59% უჭერდა მხარს, ხოლო 2025 წლის დეკემბერში - 45%.

უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგზე ნეგატიურ გავლენას ახდენს კორუფციული სკანდალები და საკამათო საკადრო გადაწყვეტილებები.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 71% საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება.

პოლონური მედიის ინფორმაციით, თავად ზელენსკის ადრე უთქვამს, რომ მეორე ვადით კენჭისყრას არ აპირებს.

„თუ ჩვენ რუსებთან ომს დავასრულებთ, მზად ვარ მეორე ვადით კენჭი აღარ ვიყარო, იმიტომ რომ არჩევნები ჩემი თვითმიზანი არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგის ვარდნის მიუხედავად, ის მომავალი არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად რჩება, იუწყება მედია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს