ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა

Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა,…

ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირი ხუთი წლის წინ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულ „თალიბანს“ შეხვდება.

ვიზების მოქმედება შეზღუდულია. მათი ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღეა და „თალიბანს“ მხოლოდ ბელგიაში ჩასვლის უფლება ექნება. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ვიზიტის თარიღი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.

თუმცა, როგორც სააგენტო წერს, „თალიბანს“ ბრიუსელში დღეს ელოდებიან.

ევროკომისიამ „თალიბანი“ ბრიუსელში ავღანელი მიგრანტების დეპორტაციის საკითხებზე სამსჯელოდ გასულ თვეს დაპატიჟა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ასეთმა ღონისძიებებმა, შესაძლოა, ავღანელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ და ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ძირი გამოუთხაროს, წერს Reuters-ი.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და „თალიბანის“ აღიარებას არ უკავშირდება.

„წევრი სახელმწიფოები ეძებენ გზებს, რათა უკან დააბრუნონ ის ადამიანები, რომლებმაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, ეს არის ინიციატივა, რომელსაც ახლა ევროკომისია მიჰყვება“, - ციტირებს სააგენტო ევროკომისიის პრესსპიკერს მარკუს ლამერტს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს