ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების გამო, აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია

ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების გამო, აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთში აშშ-ის საელჩო ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული . „აშშ-ის საელჩო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთში აშშ-ის საელჩო ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული . „აშშ-ის საელჩო…

რუსეთში აშშ-ის საელჩო ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობა, მოქალაქეებს საკონსულო დახმარება გაუწიოს, შეზღუდულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო აგრძელებს ირკუტსკის ოლქში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო ირკუტსკში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების სიას აქვეყნებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებები, მოერიდონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც შესაძლოა ეპიდემიის ზონაში ან მის სიახლოვეს მდებარეობდეს, სიცხის ან რესპირატორული სიმპტომების, მათ შორის ხველის ან სუნთქვის გაძნელების, გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

აშშ-ის საელჩო ასევე საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადების გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა, მომდევნო 14 დღის განმავლობაში აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს