ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 50 წლის კრისტა პაიკი გონს მოვიდა

ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 50 წლის კრისტა პაიკი გონს მოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 50 წლის კრისტა პაიკი გონს მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. ადვოკატების ინფორმაციით, პაიკს ჯერ კიდევ სჭირდება სამედიცინო მკურნალობა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 50 წლის კრისტა პაიკი გონს მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. ადვოკატების ინფორმაციით, პაიკს ჯერ კიდევ სჭირდება სამედიცინო მკურნალობა,…

ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 50 წლის კრისტა პაიკი გონს მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. ადვოკატების ინფორმაციით, პაიკს ჯერ კიდევ სჭირდება სამედიცინო მკურნალობა, საავადმყოფოში კი ის „ხელბორკილებითა და ჯაჭვებით საწოლზეა მიჯაჭვული“.

გასულ კვირას პაიკს სასიკვდილო ინექცია ორჯერ გაუკეთეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე უგონოდ იყო, ვიდრე ექიმები მის ორგანიზმს ინექციით შეყვანილი ნივთიერებისგან წმენდდნენ. ექსპერტებისა და დაცვის მხარის თქმით, ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჯერ დაკონკრეტებული არ არის, ეცდებიან თუ არა პაიკის სიკვდილით დასჯას ხელახლა.

შტატის გუბერნატორმა ბილ ლიმ წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა, ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი გასულ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს.

პაიკის ადვოკატები გუბერნატორს სთხოვენ, სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალოს. საქმეს დღეს ნეშვილის სასამართლო განიხილავს.

პაიკს 1996 წელს მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის. 1995 წელს, 18 წლის ასაკში, მან და მისმა შეყვარებულმა, ტადარილ შიპმა, სლემერი სასტიკად სცემეს, აწამეს და მოკლეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს