ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ტრამპი: უკრაინაში ომი რეალურად დასასრულს უახლოვდება

ტრამპი: უკრაინაში ომი რეალურად დასასრულს უახლოვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების დასრულების აშკარა ნიშნები არ ჩანს. ტრამპმა აღნიშნული განცხადება იმ დრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების დასრულების აშკარა ნიშნები არ ჩანს. ტრამპმა აღნიშნული განცხადება იმ დრო…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების დასრულების აშკარა ნიშნები არ ჩანს.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც იმ საერთაშორისო კონფლიქტებზე საუბრობდა, რომელთა მოგვარებასაც, მისი თქმით, მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მისი შეფასებით, რვა ომი დასრულდა. ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი მათ შორის „ყველაზე მარტივ“ ამოცანადაც მოიხსენია.

„იქ ბევრი ადამიანი იღუპება. რაც ხდება, აბსურდულია, მაგრამ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ომი რეალურად დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საფუძველს ეყრდნობა მისი შეფასება ან რა მიუთითებს კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდებოდა. ის ასევე არაერთხელ მოუწოდებდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საერთო ენა ეპოვათ და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმებულიყვნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს