ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წლის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წლის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს . საქმე მამაკაცის მობილური ტელეფონის სავარაუდო მითვისებასა და მდინარე დუნაი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს . საქმე მამაკაცის მობილური ტელეფონის სავარაუდო მითვისებასა და მდინარე დუნაი…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 2024 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

საქმე მამაკაცის მობილური ტელეფონის სავარაუდო მითვისებასა და მდინარე დუნაიში გადაგდებას ეხება.

მადიარის განცხადებით, ის ოთხშაბათს, წინასწარ შეთანხმებულ დროს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, მოკლე ჩვენება მისცა და მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი უარყო.

„დღეს საღამოს, წინასწარ შეთანხმებულ დროს მთავარი პროკურატურის ცენტრალურ საგამოძიებო ოფისში გამომკითხეს 2024 წლის 21 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მოკლე განცხადება გავაკეთე და დანაშაული, რომლის ჩადენასაც მაბრალებენ, არ ვაღიარე“, - დაწერა მადიარმა Facebook-ზე.

მან თავის პოსტს მოკლე კომენტარიც დაურთო: „საქმეს ვუბრუნდები“.

მადიარის გამოკითხვა უნგრეთის პარლამენტის მიერ მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერებიდან მალევე გაიმართა. 28 სექტემბერს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მადიარს იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილება პროკურორის მოადგილის იშტვან ლაიტარის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს, წერს მედია.

აღსანიშნავია, რომ იმუნიტეტის მოხსნას თავად მადიარიც ითხოვდა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, საუბარია 2024 წლის 21 ივნისს მომხდარ ინციდენტზე. იმ დროს მადიარი ბუდაპეშტის ღამის კლუბ Ötkert-ში იმყოფებოდა. პროკურატურის ვერსიით, მადიარმა მობილური ტელეფონი გასტაცა მამაკაცს, რომელიც მას ვიდეოს უღებდა. უწყების ინფორმაციით, მადიარმა ტელეფონით კლუბი დატოვა და შემდეგ ის განზრახ მდინარე დუნაიში გადააგდო.

პროკურატურამ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მადიარის ქმედება შესაძლოა ქურდობის სამართლებრივ განმარტებას აკმაყოფილებდეს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს