ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

მედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდება

მედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს . გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური უთანხმოების ფონზე მიიღეს, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთთან ომში დატყვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს . გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური უთანხმოების ფონზე მიიღეს, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთთან ომში დატყვ…

სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური უთანხმოების ფონზე მიიღეს, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთთან ომში დატყვევებული ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის გასაჯაროებას უკავშირდება.

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, უკრაინიდან ელჩის გაწვევა კიევისთვის სერიოზული პროტესტის გამოხატვის ფორმაა, თუმცა ეს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

„მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინაში სამხრეთ კორეის ელჩი სამშობლოში გამოიწვიოს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

სეულში ასევე განაცხადეს, რომ იმედი აქვთ, ორ ქვეყანას შორის არსებული სხვადასხვა საკითხი მეგობრულად მოგვარდება და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.

სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინელი დიპლომატის გამოძახება სეულის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ახლა კი სეულმა უკრაინაში საკუთარი ელჩის გაწვევა გადაწყვიტა.

მედიის ცნობით, დიპლომატიური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ტყვედ ჩავარდნილი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში გადაიყვანეს.

მეორე დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა სოციალურ ქსელში სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ორი სამხედრო ტყვეს გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია.

სეულის განცხადებით, უკრაინამ სამხრეთ კორეას წინასწარ აცნობა სამხედრო ტყვეების გადაყვანის შესახებ, თუმცა მათი გადაყვანის ფაქტი შესაბამისი განმარტებებისა და დეტალური კონსულტაციების გარეშე გასაჯაროვდა.

დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო ტყვეების საკითხზე ინფორმაციის არ გასაჯაროების შეთანხმება საერთოდ არ არსებობდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს